
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით 2010 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ.გ. დააკავეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვანი ბრალდებული თბილისში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვადასხვა ნივთს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს