Logo

თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

სამართალი
7 საათის წინ / 11:46
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 2002 წელს დაბადებული რ.უ. და 1973 წელს დაბადებული ზ.ა. დააკავეს.
 
დანაშაული თავისუფლების 14 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
 
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 მაისს, თბილისში, ბრალდებულებსა და 1970 წელს დაბადებულ ე.ნ.-ს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფიზიკური დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებების შედეგად ე.ნ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
 
"სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირები მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია", - აცხადებენ შსს-ში.

Advertisement