თბილისში ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 1987 წელს დაბადებული ლ.ხ. დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 იანვარს, ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 1964 წელს დაბადებული გ.ბ.-ს კუთვნილ მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ლ.ხ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.





