
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, დღეს ცნობილი ქართველი მსახიობის, ზურაბ ქაფიანიძის სახელობის სკვერი გაიხსნა. სკვერის გახსნა სიმბოლურად ზურაბ ქაფიანიძის ხსოვნის დღეს განხორციელდა. დედაქალაქში არსებობს მსახიობის სახელობის ქუჩა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე.
„თბილისის საკრებულოს ინიციატივით, დღეს გავხსენით ცნობილი ქართველი მსახიობის ზურაბ ქაფიანიძის სახელობის სკვერი იმ უბანში, სადაც მსახიობი ცხოვრობდა და ძალიან უყვარდა. ზურაბ ქაფიანიძე იყო როგორც გამორჩეული მსახიობი, ასევე გამორჩეული ადამიანი. მან არაერთი დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა ქართულ კინოში. სიმბოლურია, რომ ზურაბ ქაფიანიძის სკვერი სწორედ მისი გარდაცვალების დღეს გაიხსნა“, – განაცხადა ლევან აბაშიძემ.
დამსწრე საზოგადოებას მიმართეს ასევე ზურაბ ქაფიანიძის ოჯახის წევრებმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ, პარლამენტის წევრმა ირმა ზავრადაშვილმა, თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა შოთა ქევხიშვილმა, პოეტებმა და მსახიობებმა. სკვერის გახსნის ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები, დიდუბის რაიონის გამგებელი და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს