
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მომზადების ბრალდებით, უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნარკოტიკების გავრცელების სქემა შეიმუშავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებას სხვადასხვა მეთოდით გეგმავდნენ.
სამართალდამცველებმა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებულების მიერ მითითებული ადგილიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი” ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, მათი დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 18 - 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.
თაგები:
ნარკოდანაშაული
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს