თბილისში ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფისა და მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით - 1990 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი რ.დ. დააკავეს.
დანაშაულები თავისუფლების 20 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული რ.დ.-ს საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი სათბურიდან, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი 9 ძირი მცენარე „კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. საცხოვრებელი ბინიდან, ასევე, ამოღებულია 30 სხვადასხვა ზომის მინის ქილა, რომლებშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება „პსილოცინის შემცველი სოკო" და „გამომშრალი მარიხუანა".
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტრო სასწორი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
თაგები:
ნარკოდანაშაული

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს