თბილისში 5 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქე ტაქსის მძღოლს თავს დაესხნენ და თანხა წაართვეს


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 5 არასრულწლოვანი თბილისში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული არიან: 2009 წელს დაბადებული ქ.ა., 2008 წელს დაბადებული ლ.ზ., 2007 წელს დაბადებული მ.მ., 2008 წელს დაბადებული ლ.ქ. და 2008 წელს დაბადებული ლ.წ.
დანაშაული თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვნები ცივი იარაღით, ჯგუფურად თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქე ტაქსის მძღოლს. ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის შედეგად, ბრალდებულები ავტომობილის სალონში არსებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ყაჩაღური თავდასხმისას დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.
დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა