თბილისში შადრევნების ჩართვა დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მოქმედი ყველა შადრევანი ეტაპობრივად ჩაირთვება და ნოემბრის ბოლომდე გააგრძელებს ფუნქციონირებას. წელს, თბილისს სამი ახალი შადრევანი შეემატა - მუხიანის სკვერში, სამგორის პარკსა და რუსთაველის გამზირზე, №52-ის მიმდებარედ.
"შადრევნები ყოველი წლის მაისიდან ირთვება. თბილისის მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად ზრუნავს ყველა მოქმედი შადრევნის ტექნიკურ გამართულობაზე. უსაფრთხოება და ტექნიკური გამართულობა პრიორიტეტულია. ყოველი ობიექტი გადის ტექნიკურ ექსპერტიზას და მოწმდება თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.
შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს დედაქალაქის 50-ზე მეტი შადრევნის მოვლა-პატრონობას.
თბილისის შადრევნები, როგორც ურბანული კულტურის ნაწილი, ხელს უწყობს ქალაქის ვიზუალურ განვითარებას, რეკრეაციული ზონების გაძლიერებას და მოქალაქეებისთვის მეტად კომფორტული გარემოს შექმნას", - აცხადებენ თბილისის მერიაში.
თაგები:
შადრევნები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს