თბილისში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1994 წელს დაბადებული ა.ც. დააკავეს.
დანაშაული თავისუფლების 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ა.ც., 1986 წელს დაბადებულ მსჯავრდებულ დ.ც.-სთან ერთად, 2020-2024 წლებში, როგორც სამშენებლო კომპანია „სექტორი 7“-ის ხელმძღვანელები, მოქალაქეებთან აფორმებდნენ ხელშეკრულებებს და მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში ყიდდნენ ფართებს. აღებული თანხის მიუხედავად, მათ არ უზრუნველყვეს კორპუსის მშენებლობის დასრულება და ფართების საკუთრებაში გადაცემა.
აღნიშნულიდან გამომდინარე დაზარალებულია ჯამში 161 მოქალაქე, ზარალის ღირებულება კი 11 მილიონ ლარს აღწევს.
სამართალდამცველებმა ა.ც. ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო ორგანიზებული ჯგუფის წევრს, დ.ც.-ს, რომელიც უკვე სასჯელს იხდის დამატებითი ბრალი წარედგინება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს",- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს