ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეები იქ მყოფ სასულიერო პირებს ხალხის გვერდით დგომისკენ მოუწოდებენ

ავტორი
Front News საქართველო
ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძართან აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად მივიდნენ და ტაძრის მოძღვარს მამა შალვა კეკელიას აქციაზე გამოსვლას მოუწოდებდნენ.
მომიტინგეები სასულიერო პირებს აქციის მონაწილეების გვერდით დგომას მოუწოდებენ. ერთ-ერთი მონაწილე მამებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და მატყუარებს უწოდებდა. ისმოდა რუსის ძახილიც სასულიერო პირების მისამართით.
მამა შალვა კეკელია და სხვა სასულიერო პირები მომიტინგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა.
თაგები:
შალვა კეკელია




