
ავტორი
Front News საქართველო
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტების შერჩევის საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე სპეციალურმა კომისიამ ჭიათურაში თემურ მაღრაძის სახელობის ცენტრალური საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაციის საუკეთესო დიზაინის გამოვლენის და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების საკითხი განიხილა.
სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა აკმაყოფილებდეს უეფას მეორე კატეგორიას. მიმწოდებელი (საპროექტო სამუშაოების განმახორციელებელი) ვალდებულია, მოამზადოს სტადიონის სამხრეთ ტრიბუნის რეაბილიტაციისა და ჩრდილოეთ ტრიბუნის მშენებლობის დეტალური პროექტი.
ორივე ტრიბუნა ჯამში გათვლილი იქნება 10 000 მაყურებელზე. ტრიბუნის ქვეშ განთავსებული უნდა იყოს სხვადასხვა სივრცეები.
"ჩემთვის, როგორც ქალაქის ხელმძღვანელისა და რიგითი ჭიათურელისთვის, ეს პროექტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და მინდა ვუთხრა ჩვენს თანაქალაქელებს, რომ მალე აუცილებლად გვექნება ახალი სტადიონი“, – განაცხადა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს