
ავტორი
Front News საქართველო
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა.
ჭიათურაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და 9 აპრილის სკვერში მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს.
“9 აპრილი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს რეპრესიული რეჟიმი დაუპირისპირდა, რომელმაც სასტიკად დაარბია და დასაჯა ქართველი ხალხი. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირებს და ვთქვა, რომ მომავალ თაობებს ისინი მუდამ ემახსოვრებათ და პატივს მიაგებენ მათ ხსოვნას”, – განაცხადა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ.
მამა გიორგი წერეთელმა, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.
თაგები:
გივი მოდებაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს