
ავტორი
Front News საქართველო
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ბიწაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ციცქიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირის შმაგი კუპატაძის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
“მინდა განსაკუთრებული მოწიწება გამოვხატო სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაცემული ჩვენი გმირი ჯარისკაცების მიმართ. ქედს ვიხრი მათი და განსაკუთრებით, ჩვენი თანაქალაქელის, შინდისის გმირის შმაგი კუპატაძის ხსოვნის წინაშე, რომელმაც რუსეთის არმიის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე გმირულად შესწირა.შმაგის და ჩვენი გმირი მებრძოლების სახელები არასოდეს მიეცემა დავიწყებას”, – განაცხადა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ.
შმაგი კუპატაძე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორში 1986 წლის 11 სექტემბერს დაიბადა. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ, 2007 წელს საკონტრაქტო სამსახურს მოაწერა ხელი და სენაკის სამხედრო ბაზის მეორე ბრიგადის საარტილერიო ასეულში კაპრალად მსახურობდა.
შმაგი კუპატაძემ 2008 წლის 11 აგვისტოს რუსეთის არმიის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე გმირულად შესწირა.
თაგები:
გივი მოდებაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს