
ავტორი
Front News საქართველო
ჭიათურაში ახალი საჭადრაკო დარბაზი გაიხსნა.
ახალი საჭადრაკო სივრცე ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ დაათვალიერეს, ჩატარებული სამუშაოები შეაფასეს და ჭიათურაში ჭადრაკის განვითარებაზე ისაუბრეს.
ჭიათურის მერის გივი მოდებაძის განცადებით, საჭადრაკო დარბაზის მოწყობის მიზანი, ჭიათურაში ჭადრაკის პოპულარიზაცია და მოზარდების ინტელექტუალურ განვითარებაზე ზრუნვაა.
“სპორტული ობიექტის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც სრულიად განახლდა არსებული დარბაზი, მოეწყო 4 სასწავლო ოთახი, სველი წერტილები, გარე პერიმეტრი და შენობა შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა”, – აღნიშნა გივი მოდებაძემ.
ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, საჭადრაკო დარბაზს, სადაც ბავშვებს ექნებათ საშუალება უფრო კარგ გარემოში დაეუფლონ ჭადრაკს, ცნობილი მოჭადრაკე ქალის, ნანა იოსელიანის სახელი მიენიჭება.
ღონისძიების ბოლოს, გიორგი გიორგაძემ ნორჩ მოჭადრაკეებთან ერთდროული თამაშის სეანსი გამართა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს