
ავტორი
Front News საქართველო
ჭიათურაში ახალი თოჯინების თეატრი პრემიერით გაიხსნა. მაყურებელმა სპექტაკლი -“უღუ და თეთ” ნახა.
ნინო ნაკაშიძის მოთხრობის მიხედვით წარმოდგენა რეჟისორმა გეგა ქურციკიძემ დადგა.
პრემიერას და განახლებული თოჯინების თეატრის გახსნის ცერემონიას წინ თეატრალიზებული წარმოდგენა უძღოდა.
ახლად რეაბილიტირებულ თეატრს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ესტუმრა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას და განსაკუთრებით, ბავშვებს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა.
თოჯინების თეატრი მდებარეობს კულტურულ-შემოქმედებით ცენტრში, რომელსაც კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა: მოეწყო სცენა, არსებული სკამები შეიცვალა ახლით, განახლდა იატაკი, დამონტაჟდა განათებისა და გახმოვანების სისტემა.
მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, პრემიერას მე-12 სპეციალიზებული სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.
თაგები:
ჭიათურა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს