
ავტორი
Front News საქართველო
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ჭიათურის მუნიციპალიტეტი წელსაც, ტრადიციულად, შეუერთდა ამ დღის აღნიშვნას.
ქალაქის კულტურის ცენტრში ღონისძიება “ერთად დავანგრიოთ სტრეოტიპები” გაიმართა, სადაც მოეწყო თემატური ნახატების გამოფენა. ნაჩვენები იქნა საინფორმაციო კლიპი, ხოლო კულტურის ცენტრთან არსებულმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა “მზის შვილებს” მუსიკალური და საცეკვაო ნომრები მიუძღვნეს.
ღონისძიების დასასრულს ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დაუნის სინდრომის მქონე პირებს სასაჩუქრე ნობათები გადასცა.
“ჩვენი მოვალეობა, მათ მიმართ ყოველდღიური ზრუნვის და სიყვარულის გამოხატვა, მათთვის სრულფასოვანი ცხოვრებისა და საზოგადოებასთან ინტეგრაციის საუკეთესო პირობების შექმნაა. ჩვენ, მათი მეგობრები, არ ვითვლით ქრომოსომებს”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.
თაგები:
გივი მოდებაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს