
ავტორი
Front News საქართველო
ჭიათურაში, გარე ვაჭრობის მოწესრიგების მიზნით, ქალაქის ცენტრალურ ადგილას თანამედროვე დიზაინის ჯიხურები დაიდგა.
დღეს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გარემოვაჭრეებს შეხვდა და თავიანთ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
“მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქის ცენტრში 8 ახალი ჯიხური დავდგით. გარე ვაჭრობის დარეგულირება მიზნად ისახავს ცენტრალური ქუჩის იერსახის შენარჩუნებას, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვას, ასევე, ჭიათურის მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის ვიზიტორებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას. პარალელურად, ითვალისწინებს გარე მოვაჭრეთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას”, – განაცხადა გივი მოდებაძემ და აღნიშნა,რომ ეს პროცესი გაგრძელდება და ქალაქის მთლიან ტერიტორიას მოიცავს.
თაგები:
ჭიათურა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს