
ავტორი
Front News საქართველო
ჭიათურაში 3 ათასზე მეტი მაღაროელი უკვე მეოთხე დღეა, სამუშაო პირობებს აპროტესტებს და მუშაობის გაგრძელებას არ აპირებს.
ამ დროისთვის გაჩერებულია ყველა მაღარო, დასაქმებულები კი ჭიათურის ცენტრში, ქალაქის მერიასთან არიან შეკრებილი და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისგან” მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ.
მაღაროელების მთავარი მოთხოვნებია – ხელფასების გაზრდა, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება. მათ სულ 25 მოთხოვნა აქვთ.
გაფიცულების თქმით, მუშაობას არ განაახლებენ, ვიდრე მოთხოვნები არ დაუკმაყოფილდებათ.
“ჯორჯიან მანგანეზში” კი აცხადებენ, რომ კომპანიას კრიზისი აქვს და თანამშრომლების მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერ შეძლებენ.
თაგები:
ჭიათურა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს