ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება


ავტორი
Front News საქართველო
ჭიათურაში 3000-ზე მეტი მაღაროელი გაფიცვას აგრძელებს. მათი ნაწილი მუნიციპალიტეტის მერიასთანაა შეკრებილი და აქციას მართავს. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასის 50%-ით გაზრდას ითხოვენ.
ჭიათურის მერიასთან მეორე აქციას კი "ჯორჯიან მანგაზენის" სამუშაოების დროს დაზარალებულები მართავენ. მათი მტკიცებით, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" მათი საცხოვრებელი სახლებისა და ეზოების ქვეშ მადნის მოპოვების სამუშაოებს ახორციელებს, რის გამოც სახლები ინგრევა. სახლების დანგრევისთვის კი მათ ან კომპენსაცია უნდა გადაუხადონ, ან კომპანია სოფლიდან საერთოდ წავიდეს.
ჭიათურაში მეორე დღეა, ყველა შახტა გაჩერებულია. გაფიცული მაღაროელების მოთხოვნებს შპს "ჯორჯიან მანგანეზი" გუშინ გამოეხმაურა. მათი განცხადებით, პროფკავშირებთან მოლაპარაკების შედეგად, თითოეული მაღაროელის და მუშა-მოსამსახურის ანაზღაურება 250 ლარით მოიმატებს, თუმცა ხელფასის ზრდის ხარჯზე ჩერდება ყველა ის არაპროფილური აქტივობა თუ სოციალური პროექტი, რასაც აქამდე ახორციელებდნენ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს