ჭიათურაში მოშიმშილე ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

ავტორი
Front News საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, ჭიათურაში, "ჯორჯიან მანგანეზის“ კოროხნალის მაღაროსთან მოშიმშილე ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც ისინი გუშინ, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პროტესტის მონაწილეებს უკვე 17 დღეა, პირი ამოკერილი აქვთ და საკვების მიღებაზე უარს აცხადებენ.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ კომპანია მათი საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო მიწების ქვეშ მადნის მოპოვების სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც სახლები დაიბზარა, სახნავ-სათესი მიწები კი – დაიმეწყრა.
პროტესტის მონაწილეები ითხოვენ, რომ კომპანიამ სამუშაოები შეწყვიტოს, ან მათ ზარალის ასანაზღაურებლად კომპენსაცია გადაუხადოს. "ჯორჯიან მანგანეზი" კი აღნიშნულზე უარს ამბობს.
რამდენიმე დღის წინ, ჭიათურაში "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობით დაზარალებულმა კიდევ სამმა ადამიანმა პირი ამოიკერა – პროტესტს ამჯერად ქალები შეუერთდნენ. პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას, ჯამში, 8 ადამიანმა მიმართა.
თაგები:





