ჭიათურაში, პირველად საქართველოში, მოსწავლეებს შორის რობოტიკის ეროვნული ჩემპიონატი გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო



ჭიათურაში, პირველად საქართველოში, მოსწავლეებს შორის რობოტიკის ეროვნული ჩემპიონატი გაიმართა.
ჩემპიონატი ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და მასში 23 გუნდი მონაწილეობდა.
რობოტიკით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა საკუთარი ფანტაზიით შექმნილი პროექტები ჩემპიონატის ჟიურის წინაშე წარადგინეს, რომლის ერთ-ერთი წევრი, ჭიათურის მერი გივი მოდებაძე იყო.
ჩემპიონატის გამარჯვებულები ჭიათურის (CyberPhoenix) და თბილისის (Vekua 92) გუნდები გახდნენ, რომლებიც 13-16 ივნისს RoboCup 2024-ზე მიიღებენ მონაწილეობას და გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.
გივი მოდებაძემ გამარჯვებულებს ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ნიჭიერი ბავშვები ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგს აჩვენებენ და ასახელებენ ჩვენს ქვეყანას.
თაგები:
გივი მოდებაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს