ჭიათურაში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო

ავტორი
Front News საქართველო
ჭიათურაში, კულტურის ცენტრის მიმდებარედ, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები საზეიმოდ აინთო.
შეკრებილებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე მიესალმა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.


მანამდე მოეწყო საშობაო ბაზრობა, გამოფენა-გაყიდვები, თეატრალური პერფორმანსები.
საახალწლო პროგრამა სადღესასწაულო კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა.

კონცერტში მონაწილეობდნენ: სალომე ბაკურაძე, ევა შანავა, კვარტეტი “ჭიათურა“, ქალაქის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფები.

თაგები:
ჭიათურა




