
ავტორი
Front News საქართველო
ჭიათურაში, კულტურის ცენტრის მიმდებარედ, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
ნაძვის ხე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ ბავშვებთან ერთად აანთო. ქალაქის მერმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
საახალწლო ილუმინაციებით და ინსტალაციებით განათდა ქალაქის ქუჩები.
საახალწლო ილუმინაციების გარკვეული რაოდენობა ჭიათურას, მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით გადაეცა საჩუქრად.
საზეიმო ღონისძიება თეატრალიზებული წარმოდგენით და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით წარიმართა.
ნაძვის ხის ანთება ფოიერვერკით დასრულდა.
თაგები:
ჭიათურა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს