
ავტორი
Front News საქართველო
ჭიათურაში, ყოფილი “უნივერმაღის” მიმდებარედ ღია საცურაო აუზი მოეწყობა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიზე პროექტი ასევე ითვალისწინებს ადმინისტრაციული შენობის, პარკინგის, ბილიკების მოწყობას, ტერიტორიის გამწვანებას, გარე განათების და ძელსკამების დამონტაჟებას.პროექტის ღირებულება: 1`357`577 ლარს შეადგენს.
სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე, მერის პირველი მოადგილე გიორგი ბიწაძე, მერის მოადგილე დავით ბიწაძე და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები გაეცნენ.
“აქ, წლების წინ, ღია საცურაო აუზი იყო ბავშვებისთვის, რომლის აღდგენის სურვილი მოსახლეობას დიდი ხანია, ჰქონდა. ეს იქნება თანამედროვე ტიპის აუზი, სადაც ჭიათურლები ზაფხულის ცხელ დღეებს გაატარებენ”, – აღნიშნა გივი მოდებაძემ.
პროექტი გარდამავალია და 2024 წელს დასრულდება.
თაგები:
ჭიათურა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს