
ავტორი
Front News საქართველო
ჭიათურაში, ყაზბეგის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტით გათვალისწინებული, განახლებული დიზაინით მოწყობილი “გედების ტბის“ სამუშაოების დიდი ნაწილი თითქმის შესრულებულია, ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, საკურას ხეივანი გაშენდება. დაირგვება 34 ძირი საკურას ნერგი.
ადგილზე ამ ეტაპზე პირველადი გაწმენდითი და მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ეწყობა ბეტონის ბორდიურები, რომელიც გრანიტის ფილებით მოპირკეთდება.
ხეივნის მთელს პერიმეტრზე დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ბიწაძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ლაშა გოცაძემ დაათვალიერეს.
საკურა დეკორატიული ალუბლის გვარის მცენარეა. იგი ყვავილობს გაზაფხულზე, მარტისა და აპრილის თვეებში. მისი განსაკუთრებული სილამაზე ყვავილების ფერების გრადაციაშია. საკურას ყვავილები შეფერილია მუქი წითლიდან მკვეთრ ვარდისფრამდე ან თეთრამდე გარდამავალ ფერებში.
თაგები:
ჭიათურა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს