Logo

ჭიათურაში საპროტესტო აქცია იმართება

საზოგადოება
657
Frontnews image description

ჭიათურის მერიასთან ორი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივი ხელისუფლების შენობასთან შეკრებილები აცხადებენ, რომ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" მათი საცხოვრებელი სახლებისა და ეზოების ქვეშ მადნის მოპოვების სამუშაოებს ახორციელებს, რის გამოც სახლები ინგრევა. სახლების დანგრევისთვის კი მათ ან კომპენსაცია უნდა გადაუხადონ, ან კომპანია სოფლებიდან საერთოდ წავიდეს.

"არ გვაძლევენ კანონიერი მშვიდობიანი აქციის უფლებას, რომ დავდგათ კარვები და კომენდანტის საათის შემთხვევაში იქ გავათენოთ ღამეები. ვიღაც მაინც არ დარჩა ამ ქვეყანაში, რომ მოგვაქციოს ყურადღება? რატომ ვართ ამ ქვეყანაში ასეთი დაუცველები ჩვენ? სახლი გვენგრევა, სკოლა, ტაძარი, გზა, ყველაფერი. მიწის ქვეშ სამუშაოები მიმდინარეობს და სახლები იქცევა, ეზოებში ბავშვს ვერ ვათამაშებთ, ძალიან ცუდი სიტუაციია. სოფელი საერთოდ ნადგურდება", – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

პროტესტის მეორე კერაზე დასაქმებული მაღაროელები იმყოფებიან, რომლებიც ხელფასის გაზრდას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ დამსაქმებელი კომპანია მათ შრომის ადეკვატურ ანაზღაურებას არ უხდის.

აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ მათ მოთხოვნებს დროულად არ დააკმაყოფილებენ, ჭიათურა პროტესტის ეპიცენტრად გადაიქცევა.

თაგები:

Advertisement