
ავტორი
Front News საქართველო
დღეს ჭიათურაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
კულტურის ცენტრის მიმდებარედ განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს გასაყიდად გამოტანილი ჰქონდათ თავიანთი ხელნაკეთი ნივთები და პროდუქცია, მოეწყო საშობაო ბაზრობა, ინსტალაციები, საბავშვო სივრცეები და ფოტოგადასაღები სტენდები. პატარებს დაურიგდათ საჩუქრები.
დღის განმავლობაში მსმენელების წინაშე ადგილობრივი შემსრულებლები გამოდიოდნენ, დღის ბოლოს კი “თეატრალური კვარტეტის” და ბენდ “გუფილენდის” კონცერტი გაიმართა.
წლის მთავარი ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
ღონისძიებებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, მერის პირველი მოადგილე გიორგი ბიწაძე, მოადგილე დავით ბიწაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
თაგები:
ჭიათურა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს