ჭიათურის კულტურის ცენტრის ისტორიულ დარბაზში რიტუალების სახლი გაიხსნა


ავტორი
Front News საქართველო
25 ნოემბერს ჭიათურის კულტურის ცენტრის ისტორიულ დარბაზში, რომელსაც საქართველოს სახალხო მხატვრის კოკა იგნატოვის მიერ შესრულებული პანოები ამშვენებს, რიტუალების სახლი გაიხსნა და ახალ, საქორწინო სადღესასწაულო დეკორაციით გაფორმებულ, დახვეწილი დიზაინის მქონე სივრცეში ადგილობრივი წყვილების ქორწინებაც დარეგისტრირდა.
საზეიმო ცერემონიას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ქალაქის მერმა, რომლის უშუალო ინიციატივითაც გაიხსნა რიტუალების სახლი, ახლად დაქორწინებულებს გაბედნიერება მიულოცა და სიმბოლურად საჩუქრად ფულადი თანხა გადასცა.
სადღესასწაულო რიტუალების სახლი ჭიათურაში 1986 წელს გაიხსნა და 21-ე საუკუნის დასაწყისამდე ფუნქციონირებდა.
მაშინ შენობა ნინოშვილის ქუჩაზე მდებარეობდა და იქ წლების განმავლობაში არამარტო საქორწინო რიტუალი, არამედ სხვადასხვა თემატიკის საღამოები ტარდებოდა.
თაგები:
ჭიათურა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს