ჭიათურის მერმა 100 წლის ნატა შეყლაშვილს იუბილე და 8 მარტი ერთად მიულოცა


ავტორი
Front News საქართველო
ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნატა შეყლაშვილს დღეს 100 წელი შეუსრულდა.
უხუცესი ქალბატონი 1921 წლის 8 მარტს ჭიათურაში, სოფელ ითხვისში დაიბადა.
საიუბილეო თარიღი მას დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ მიულოცა.
"საუკუნის იუბილეს და ქალთა დღეს ვულოცავ ქალბატონ ნატას. ჯანმრთელობას და თავისი დიდი ოჯახის დღეგრძელობას ვუსურვებ. ბედნიერებაა, რომ გვყვანან ასეთი ხანდაზმული და ძვირფასი ადამიანები", – განაცხადა ჭიათურის მერმა.
ნატა შეყლაშვილი 40 წლის განმავლობაში ჭიათურის კავშირგაბმულობის სისტემაში მუშაობდა. ჰყავს 4 შვილი, 9 შვილიშვილი, 12 შვილთაშვილი და 2 შვილთაშვილის შვილი.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს