
ავტორი
Front News საქართველო
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან ალექსანდრე ციცქიშვილთან, მერის მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, 1924 წელს ჭიათურის აჯანყებაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
1924 წელს საბჭოთა საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყება უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა.
შედგენილი გეგმის მიხედვით აჯანყება ყველა ქალაქსა და მაზრაში ერთდროულად 29 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო. ჭიათურაში აჯანყება ერთი დღით ადრე, 28 აგვისტოს დაიწყო. ამბოხებულებმა შეძლეს ჭიათურისა და ზოგიერთი ქალაქის აღება. ჭიათურაში ემიგრირებული მთავრობის იურისდიქციის აღდგენა გამოცხადდა. საბჭოთა მთავრობამ აჯანყება სისხლში ჩაახშო. ჭიათურიდან სატვირთო მატარებლის ვაგონებით წამოყვანილი ტყვეები შორაპნის სადგურზე დახვრიტეს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს