
ავტორი
Front News საქართველო
ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ ნიგოზეთის ადმინისტრაციული ერთეულის, მაღალმთიან სოფელ ბერეთისაში მცხოვრებ ციცქიშვილების მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველი ოჯახის პატარა წევრებს ოცნება აუსრულა და ძველი ახალი წლის ღამეს სანტა კლაუსთან ერთად ესტუმრა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა ოჯახს მრავალნაირი დასახელების სურსათი, ტკბილეული, ხოლო ბავშვებს – მათი საყვარელი სათამაშოები მიუტანა და მაღალმთიანი სოფლიდან ჭიათურის და სრულიად საქართველოს მოსახლეობას ძველით ახალი წლის დადგომა მიულოცა.
“დღეს ბერეთისაში ციცქიშვილების მრავალშვილიან ოჯახს ვესტუმრეთ, სადაც ხუთი არაჩვეულებრივი პატარა იზრდება და მივულოცეთ ახალი წელი. მათთან ერთად ყველა ოჯახს, ყველა პატარას ვულოცავ. მომავალი წელი ყოფილიყოს კეთილდღეობის, სიხარულის და წარმატებების მომტანი”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.
თაგები:
გივი მოდებაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს