
ავტორი
Front News საქართველო
ჭიათურაში ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავი აღინიშნა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ მერის პირველ მოადგილესთან გიორგი ბიწაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მეორე მსოფლიო ომის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
გივი მოდებაძე ასევე მეორე მსოფლიო ომის ერთადერთ ვეტერანს, 99 წლის შაქრო გაჩეჩილაძეს ესტუმრა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.
შაქრო გაჩეჩილაძე ომში 1942 წელს წავიდა და მის დასრულებამდე იბრძოდა. მონაწილეობდა რუმინეთისა და უნგრეთის განთავისუფლებისთვის ბრძოლებში, დაჯილდოებულია მრავალი საბრძოლო მედლით.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ ომის ვეტერანს საჩუქრად ფულადი თანხა – 500 ლარი გადასცა. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ.
თაგები:
გივი მოდებაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს