
ავტორი
Front News საქართველო
ჭიათურის მერი გივი მოდებაძე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, 99 წლის შაქრო გაჩეჩილაძეს ესტუმრა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.
“გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. თქვენი გმირობა და თავდადება მისაბაძი და დასაფასებელია. მინდა გისურვოთ დიდხანს სიცოცხლე. კიდევ ბევრჯერ გეზეიმოთ 9 მაისი“, – განაცხადა გივი მოდებაძემ.
“შაქრო გაჩეჩილაძე ომში 1942 წელს წავიდა და დასრულებამდე იბრძოდა. მონაწილეობდა რუმინეთისა და უნგრეთის განთავისუფლებისათვის ბრძოლებში, დაჯილდოებულია მრავალი საბრძოლო მედლით.
სამწუხაროდ, ის ერთადერთია ჭიათურელ ომის მონაწილეთაგან, რომელმაც წლევანდელი 9 მაისი იზეიმა.
დღესვე, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად, ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ბიწაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 9 მაისის მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს“, – აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
გივი მოდებაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს