
ავტორი
Front News საქართველო
ნათლისღების დღესასწაულზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, მერის პირველ მოადგილესთან გიორგი ბიწაძესთან და ადმინისტრაციული სამსახურის უფროს ხათუნა ცერცვაძესთან ერთად, ჭიათურაში მცხოვრები უფასო სასადილოთი მოსარგებლე ბენეფიციარები მოინახულა, მათ დღესასწაული მიულოცა და სხვადასხვა სახის ტკბილეული მიუტანა.
“ყველას ვულოცავ ნათლისღების დღესასწაულს. გვსურდა, დღევანდელი დღე გაგველამაზებინა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იმყოფებიან. მომავალშიც მზად ვართ, სხვადასხვა აქტივობებით არაერთხელ გავახაროთ ისინი”, -განაცხადა გივი მოდებაძემ.
ჭიათურის უფასო სასადილოთი 180 ბენეფიციარი სარგებლობს.
თაგები:
გივი მოდებაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს