
ავტორი
Front News საქართველო
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე საჯარო სამსახურის და ა(ა)იპ, სსიპ, შპს-ში დასაქმებულ თანამშრომლებს შეხვდა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და 2023 წლის საუკეთესო საჯარო მოხელეები და ა(ა)იპი-ს ხელმძღვანელები დაასახელა.
ამასთანავე, მერმა ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის ღვაწლმოსილ თანამშრომლებს მადლობის ბარათები გადასცა.
მადლობის ბარათები ასევე გადაეცათ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის წარმომადგენლებს.
“მინდა მოგილოცოთ შობა-ახალი წელი და მადლობა გითხრათ ჭიათურის მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მისი უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. გისურვებთ წარმატებებს იმ საპასუხისმგებლო საქმიანობაში, რომელსაც თქვენ ასე კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად ასრულებთ“, – განაცხადა გივი მოდებაძემ.
თაგები:
გივი მოდებაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს