ჭიათურის მერმა შინდისის გმირის დედას დედის დღე მიულოცა


ავტორი
Front News საქართველო
დღეს, დედის დღესთან დაკავშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელთან ხათუნა ცერცვაძესთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირის შმაგი კუპატაძის ოჯახს ესტუმრა და დარეჯან კუპატაძეს დედის დღე მიულოცა.
"ყველა დედას ვულოცავ დღევანდელ დღესასწაულს – დედის დღეს! ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებებს. დღეს ჩვენ დედის დღე მივულოცეთ გმირის გამზრდელ დედას, რომლის შვილმაც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას", – განაცხადა გივი მოდებაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს