ჭიათურის მერობის კანდიდატი ხრეითის მოსახლეობას შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ ხრეითის მოსახლეობას შეხვდა.
“ჩემი მერად ყოფნის პერიოდში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები ჭიათურა-ამბროლაურის გზის მშენებლობის მიზნით. აღნიშნული პროექტი სოფელ ხრეითზე გადის. გზის მშენებლობა დადებითად აისახება ხრეითის ყველა მცხოვრებელზე.
პარალელურად, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხრეითში მოეწყო ცენტრალური გზა, გაკეთდა არაერთი შიდა საუბნო გზა, აშენდა საზოგადოებრივი ცენტრი, სოფელმა მიიღო მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. ჩვენ ხრეითის განვითარებას გავაგრძელებთ და ამ სოფელს ტურისტებისთვის მიმზიდველს გავხდით”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს