
ავტორი
Front News საქართველო
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე დღეს ახლადრეაბილიტირებულ მეხუთე საჯარო სკოლაში მივიდა.
მერმა დასრულებული სამუშაოები პირველ მოადგილესთან გიორგი ბიწაძესთან და მე-5 სკოლის დირექტორთან ირინე პაპიძესთან ერთად დაათვალიერა.
სარებაილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სკოლაში მოხდა შენობის გადახურვა, მოეწყო გარე ფასადი, ასევე პირველი სართული. განახლდა საკლასო ოთახები და სპორტული და სააქტო დარბაზები.
მე-5 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 336 331 ლარი იქნა გამოყოფილი.
“ამ სკოლაში არაერთი ღირსეული თაობა აღიზარდა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მოსწავლეებს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და კომფორტული გარემო მეტ მოტივაციას მისცემს კარგად ისწავლონ და მიღებული ცოდნა ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის განვითარებას მოახმარონ”,-განაცხადა ჭიათურის მერმა.
თაგები:
გივი მოდებაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს