
ავტორი
Front News საქართველო
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა.
გივი მოდებაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჩხერის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა.
მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ აცრა კორონავირუსის დასამარცხებლად ყველაზე ეფექტური გზაა.
“ამ ვირუსის სივერაგე პირადად გამოვცადე. ამდენად, მინდა ყველას მოვუწოდო, რომ გაიკეთონ ვაქცინა, რათა დავიცვათ საკუთარი თავი, ჩვენი ოჯახები და სხვისი სიცოცხლე. მხოლოდ ასე შეგვიძლია დავასრულოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.
თაგები:
გივი მოდებაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს