
ავტორი
Front News საქართველო
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ 1989 წლის 9 აპრილს სამშობლოს თავისუფლებისთვის ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მემორიალი გვირგვინით შეამკო.
“9 აპრილი ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული დღეა – დიდი ტკივილის და ამავე დროს, ქართველი ხალხის ერთიანობის და გმირული თავგანწირვის დღე. ჩვენ არ ვივიწყებთ გმირებს. დღეს პატივი მივაგეთ იმ უდანაშაულო მსხვერპლს, რომელიც ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში გაიღო. ამ სულისკვეთების შედეგად კი,1991 წელს, 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. მომავალ თაობებს უნდა შევუნარჩუნოთ ის ღირებულება, რომელიც ამ ხალხს აერთიანებდა“, – განაცხადა გივი მოდებაძემ.
9 აპრილის სკვერში, სადაც დაღუპული გმირების ფოტოები გამოიფინა, მემორიალი ასევე ყვავილებით შეამკეს და სანთლები დაანთეს საზოგადოების წარმომადგენლებმა.
მამა თეიმურაზ რუხაძემ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს