Logo

ჭიათურის თეატრში 128-ე თეატრალური სეზონი პრემიერით გაიხსნა

საზოგადოება
380
Frontnews image description

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში 128-ე თეატრალური სეზონი პრემიერით გაიხსნა. 

 

ნოდარ დუმბაძის მოთხრობის “ბოშების” მოტივებზე შექმნილი სპექტაკლი – “ბოშები” რეჟისორმა კობა სხილაძემ დადგა.

 

დიდი მწერლისთვის დამახასიათებელი ადამიანობის, სიკეთისა და სიყვარულის ემოცია მსახიობებმა უზადოდ მიიტანეს მაყურებლამდე და სპექტაკლის დასრულების შემდეგ ხანგრძლივი ოვაცია დაიმსახურეს.

 

პრემიერას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

 

სპექტაკლი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები