
ავტორი
Front News საქართველო
სოფელ სალხინოში ბზობის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით ჭყონდიდის ეპარქია განცხადებას ავრცელებს.
"ყველას გილოცავთ მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის დღესასწაულს!
ჭყონდიდის ეპარქიაში, სოფელ სალხინოში, მრავალ მომლოცველს ველოდებით. ბოლო დღეებში შექმნილი დაძაბულობის ფონზე, მცირე მიზეზიც კი შესაძლოა, რაიმე პროვოკაციის საბაბად იქცეს და გვინდა ერთგვარი წინდახედულობისკენ და ქრისტიანული სიბრძნის გამოჩენისაკენ მოგიწოდოთ.
პატივისცემითა და სიყვარულით მოგმართავთ, გამოვიჩინოთ მაქსიმალური სულიერი სიფხიზლე, რომ რაიმე შემთხვევითობამ ან პროვოკაციამ ჩრდილი არ მიაყენოს ამ დიდ დღესასწაულს და ერთად, ღირსეულად, სიმშვიდით და ზეიმით აღვნიშნოთ იერუსალიმში დიდებით შესვლა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი", – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს