Logo

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება

საზოგადოება
1450
Frontnews image description

დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში ისევ გრძელდება. სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში,  ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე მივიდა. მას ტაძარი დაკეტილი დახვდა. 

ტაძრის ყოფილმა წინამძღვარმა, ბერებმა და მრევლმა, ჭყონდიდის მიტროპოლიტი ტაძარში არ შეუშვეს. ისინი აცხადებენ, რომ მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავას გამო გაკეთებულ ბრალდებებზე განმარტებები უნდა გააკეთოს, ასევე პასუხი გასცეს კითხვას, რა მიზეზით გადააყენა მან წინამძღვარი მამა დანიელი და რატომ შეუჩერა მას ზიარების უფლება. 

ტაძარში არ შეუშვეს არც ახლადდანიშნული წინამძღვარი. დაპირისპირებულ მხარეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკებაც მოხდა, რა დროსაც მეუფე სტეფანემ გალობა დაიწყო. 

"მიგვაჩნია, რომ ის არის უღირსი მღვდელმთავარი, იმიტომ რომ მან რაც გააკეთა, დღესაც კიდევ დანაშაული დანაშაულს დაამატა. მან სამ რაღაცაზე პასუხი უნდა გასცეს ჯერ – რატომ ამიკრძალა ტრაპეზთან მიახლება. მეორე, მეუფე პეტრეს საშინელი ცილი დასწამა და აუცილებლად უნდა დაამტკიცოს, სანამ მიწაში არ ჩავა ამაზე პასუხი გასაცემი ექნება და მესამე, მან ჩემი აღსარება გასცა" – აცხადებს გადაყენებული წინამძღვარი, მამა დანიელი.

თაგები:

Advertisement