ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ავტორი
Front News საქართველო
ხმაური და დაპირისპირებაა ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს მამათა მონასტერში, სადაც მეუფე სტეფანეს მხარდამჭერები და სასულიერი პირები ე.წ ამბოხებულებს დაუპირისპირდნენ. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას.
მიზეზი მეუფე სტეფანეს მხრიდან მივლენილი სასულიერო პირების მიერ ღვთისმსახურების ჩატარება გახდა, რისი უფლებაც ე.წ ამბოხებულებმა მათ არ მისცეს.
ვითარება მხოლოდ მას შემდეგ განიმუხტა, რაც სასულიერო პირებს ტერიტორია პოლიციამ დაატოვებინა.
"აქ ვინც იყო წინამძღვარი, გადაყენებულია, ახლა სხვა ასრულებს ღვთისმსახურებას. მეუფე სტეფანემ მოავლინა წინამძღვარი, რომელსაც ყველა ვემორჩილებით", – აცხადებენ მეუფე სტეფანეს მხარდამჭერები.
დაპირისპირება ეპარქიაში გრძელდება. ადგილზე მეუფე სტეფანე ამ დრომდე არ გამოჩენილა.
თაგები:





