
ავტორი
Front News საქართველო
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ 7 სასულიერო პირი მონაზონთა და სასულიერო პირთა დასიდან განკვეთა და მათ საეკლესიო სამოსის ტარება აუკრძალა.
ამასთან, მეუფე სტეფანემ მათ გარკვეული ვადა მისცა, რათა ჭყონდიდის ეპარქიის მონასტრები დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მიტროპოლიტი საერო პირებს მოუწოდებს, რომ გადაწყვეტილების აღსრულება უზრუნველყონ.
“ვბრძანებ სრულიად განიკვეთოს სასულიერო და სამონაზნო დასიდან და დაყვანილ იქნან ერისკაცობამდე შემდეგი პირები: ნასყიდა ღუდუშაური – ყოფილი ბერდიაკონი პეტრე, მიხეილ მდივანი- ყოფილი ბერმონაზონი ათინოგენი, ტარიელ გვილავა – ყოფილი მონაზონი დანიელი, თამაზ სხულუხია – ყოფილი მონაზონი ამბროსი, ბაჩუკი ხელაია -ყოფილი მონაზონი დავითი, ავთანდილ გვილავა -ყოფილი მონაზონი ბასილი, მარკოზ წულაია -ყოფილი მონაზონი მარკოზი, აეკრძალოთ მათ სამონაზნო და სხვა საეკლესიო შესამოსლით შემოსვლა, აგრეთვე სამონაზნო ატრიბუტიკის ტარება და გამოყენება. მათთან და მათთან ერთად გაგა ავალიანსა და ჯაბა ცეცხლაძეს აეკრძალოთ ჭყონდიდის ეპარქიაში მონასტრებსა და საეკლესიო ნაგებობებში ცხოვრება და საქმიანობა”, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.
თაგები:
მეუფე სტეფანე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს