ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიაში ვითარება კვლავ დაძაბულია

ავტორი
Front News საქართველო
ჭყონდიდის ეპარქიაში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არის "რუსთავი 2-ის" ოპერატორი, "ტვ პირველისა" და "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფები.
"რუსთავი 2-ის" ოპერატორი ქუთაისის საავადმყოფოში, ხოლო "ტვ.პირველის", "ფორმულასა" და "პოსტივის" ოპერატორები მარტვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
მრევლსა და სასულიერო პირებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა ორი დიაკვნისთვის მსახურებაში მონაწილეობის აკრძალვას მოჰყვა.
ადგილზე შეკრებილი მრევლი ითხოვს, ახლად დანიშნულმა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ეპარქია დაუყოვნებლივ დატოვოს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
თაგები:





