თეა წულუკიანი - ეს დასკვნა მათ უნდა დაეხმაროთ იმ ქართველების გაგებაში, რომლებიც დღეს საქართველოში უმრავლესობაში არიან


ავტორი
Front News საქართველო
ვინც ამ დასკვნას წაიკითხავს, ნახავს, რომ ზოგიერთი უცხო ქვეყნის წარმომადგენლის განცხადება თუ შეფასება, საქართველოს მოქალაქისთვის, განსაკუთრებით იმისთვის, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დანაშაული თავის თავზე იწვნია, არის ხოლმე სრულიად გაუგებარი, - განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა კომისიის დასკვნით სხდომაზე.
როგორც მან აღნიშნა, კომისიის დასკვნა უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს უნდა დაეხმაროთ იმის გაგებაში, თუ რაში იცხოვრა საქართველომ 2003-2012 წლებში და რატომ აღარ სურს ქართველების უმრავლესობას "ნაციონალური მოძრაობის" და მასთან დაკავშირებული პირების ხელისუფლებაში დაბრუნება.
"ამას განაპირობებს ის, რომ მოცემულმა უცხო ქვეყნის წარმომადგენლებმა, არც კი იციან, რაში იცხოვრა საქართველომ 2003-დან 2012 წლამდე. ეს დასკვნა მათ უნდა დაეხმაროთ ჩვენს გაგებაში, საქართველოს და იმ ქართველების გაგებაში, რომლებიც დღეს საქართველოში უმრავლესობაში არიან და აღარ სურთ "ნაციონალური მოძრაობის" და მათთან დაკავშირებული პირების ხელისუფლებაში მოხვედრა. ამიტომ, რაკი მათ ქართული არ იციან, ალბათ, უნდა ვისურვოთ, რომ ეს მინიმუმ ინგლისურ ენაზე ითარგმნოს. ამიტომ, თუ წინააღმდეგნი არ იქნებით, ჩვენ დღეიდან დავძრავთ პროცედურებს როგორც თარგმანის, ასევე, პირველ რიგში, დაბეჭდვის მიმართულებით", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
თაგები:
თეა წულუკიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს