თეა წულუკიანი - ღიმილის მომგვრელია ის ვითომ სტრატეგიები, რაც პოლიტიკურ ოპონენტებს აქვთ, არასდროს დავაბრუნებთ იმ რეჟიმს, სადაც უცხოელი არის საქართველოში ბატონი


ავტორი
Front News საქართველო
პირველი კრიტერიუმია, ბრძოლა, რომელშიც ერთვები, უნდა იყოს მართალი ბრძოლა, სიმართლისთვის, უკეთესისთვის ბრძოლა, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართვას მეტი გამოცდილება და ჭკუა სჭირდება, რათა უსინდისო პოლიტიკოსმა ვერ შეძლოს ადამიანების გამოყენება. შესაბამისად, წულუკიანის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ღიმილის მომგვრელია ის სტრატეგიები, რაც პოლიტიკურ ოპონენტებს აქვთ.
„ამას უნდა ცოტა მეტი ჭკუა, გამოცდილება, თავი არ უნდა გამოაყენებინო უსინდისო პოლიტიკოსს, რომელსაც მხოლოდ მავნებლობის გამოცდილება აქვს და არაფერი უკეთესი და ა.შ.. ამიტომ, მინდა ყველამ იცოდეს, რომ ღიმილის მომგვრელია ის ვითომ სტრატეგიები, რაც პოლიტიკურ ოპონენტებს აქვთ. ჩვენ, "ქართული ოცნება“, მათ მცდელობებს ამ კომისიის ფარგლებითაც და კომისიის დასკვნითაც შევებრძოლებით, რომ ასეთი რამ - "კასტილით", ცოცხით გაუპატიურებული პატიმრის ინსტიტუტი აღარ დაბრუნდეს, პატიმრის წამება, სკამზე გამობმა და ცემა 24-საათიან რეჟიმში აღარ დაბრუნდეს, მოსამართლე, რომელიც ათავისუფლებს პატიმარს იმიტომ, რომ ევროკავშირის ელჩმა ასე გადაწყვიტა - ეს არ გვინდა, მოსამართლემ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, გაათავისუფლოს თუ არა და ჩვენ არასდროს დავაბრუნებთ იმ რეჟიმს, სადაც უცხოელი არის საქართველოში ბატონი. ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძვით კვლავ და ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
თაგები:
თეა წულუკიანი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა