თეა წულუკიანი - მინდა ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის, ვთვლი, რომ 90-იანი წლებიდან დღემდე, ის იყო საუკეთესო შს მინისტრი


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა კომისიის სხდომა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან ვახტანგ გომელაურის გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით გახსნა, რომელმაც გომელაურს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
"მინდა ბატონ ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ზუსტად ამ წუთებში ჩვენ შევიტყვეთ მისი ნება-სურვილის და გადადგომის შესახებ. მიმუშავია რა მასთან და მიმუშავია არა ერთი წელი, ვთვლი, რომ 90-იანი წლებიდან დღემდე ის იყო საქართველოს საუკეთესო შინაგან საქმეთა მინისტრი და ის, ვინც თავისი საქმით, თავისი პროფესიონალიზმით და ღირსებით ქმნიდა ისეთ პირობებს, რომ როგორც ქვეყანა და სახელმწიფო ინსტიტუტები, ასევე პოლიტიკური ხელისუფლება და მისი ყველა შტო იყო მშვიდად“, - განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანი წარმატებებს უსურვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თითოეულ პოლიციელს და სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის.
"იყო მშვიდად იმ გაგებით, რომ ხელმძღვანელად იყო პირი, ვინც იცოდა როგორ უნდა უზრუნველყო უსაფრთხოება და იმავდროულად დაიცვა ის ბალანსი, რომელსაც ამ დელიკატური საქმის კეთება გულისხმობს. ასეთია მისი ნება-სურვილი. მან მიიღო ეს გადაწყვეტილება და ეს მისი არჩევანია. თუმცა, ჩვენი ვალია, რომ მადლობა ვთქვათ და წარმატებები ვუსურვოთ მთელ იმ დიდ სისტემას, რომელსაც ის მრავალი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. ვისარგებლოთ შემთხვევით და თითოეულ პოლიციელს და შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი სისტემის თითოეულ თანამშრომელს გაწეული სამსახურისთვის დიდი მადლობა გადავუხადოთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
თაგები:
თეა წულუკიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს