თეა წულუკიანი - ვინც "ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დღეს ებრძვის, იმ ექსტრემისტულ ჯგუფებს არც მორალი უმაგრებს ზურგს, იმიტომ რომ, მართალი უნდა იყო


ავტორი
Front News საქართველო
ყველა ის ადამიანი, ვინც სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა, ამდენმა უბედურებამ, სააკაშვილის მეთოდებთან, მის ქცევასთან წინააღმდეგობის პირობებში, გამობრძმედა, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ღიმილის მომგვრელია ოპონენტების მეთოდები და უჭკუო სტრატეგიები როგორც ქუჩაში, ისე ქუჩის მიღმა, ვინაიდან, ხელისუფლებასთან მებრძოლ ექსტრემისტულ ჯგუფებს, ზურგს არც მორალი უმაგრებს და არც სიმართლე.
"ცუდი გამოცდილების შედეგად, მაგრამ, ვინც დღეს ნაბრძოლია რეჟიმთან, ის დღეს გამობრძმედილია და ხელისუფლებაშია. ამ ყველაფერს თავი მოუყარა ბიძინა ივანიშვილმა და მისი ხელმძღვანელობით დადგა გამარჯვების დღე. შესაბამისად, ეს გამოცდილება, რაც თითოეულმა ჩვენგანმა, ზოგმა ძალიან დიდი უბედურების, ზოგმა მეტ-ნაკლებად პრობლემების ხარჯზე მივიღეთ ბრძოლისას, იმიტომაც არის, რომ მე ჩემად ვიტყვი, რასაც მე როგორც პოლიტიკაში გარკვეული, პატარა გამოცდილების მქონე ადამიანს, ძალიან მეცინება იმ მეთოდებზე, იმ უჭკუო სტრატეგიებზე, თუ ამას სტრატეგია შეიძლება დაერქვას, პოლიტიკური ბრძოლისა, რასაც ვხედავთ ქუჩაში ან ქუჩის მიღმა ჩვენი ხელისუფლების დასამარცხებლად. ცოტა მეტი ჭკუა და დაფიქრებაა საჭირო, იმიტომ რომ, ვინც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დღეს ებრძვის, იმ ექსტრემისტულ ჯგუფებს არც მორალი უმაგრებს ზურგს, იმიტომ რომ, მართალი უნდა იყო, თუ პოლიტიკურ ბრძოლაში შემოდიხარ - სიმართლისთვის უნდა იბრძოდე,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
თაგები:
თეა წულუკიანი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა